სარჩევი
თუ მომხმარებლები თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას კონკრეტულ ქალაქში, უბანში ან რეგიონში ეძებენ, თქვენი ბიზნესი მათთვის სწორ დროს და სწორ ადგილას უნდა გამოჩნდეს.
Portali გთავაზობთ სრულ ლოკალური SEO მომსახურებას, რომელიც აერთიანებს ვებსაიტის ოპტიმიზაციას, ლოკაციის გვერდებს, ბიზნესპროფილების მართვას, მომხმარებელთა შეფასებებზე მუშაობასა და ადგილობრივ ონლაინსივრცეში ბიზნესის ავტორიტეტის გაზრდას.
ჩვენ არ ვზღუდავთ Local SEO-ს მხოლოდ Google Maps-ის პროფილის შევსებით. ვქმნით ერთიან სტრატეგიას, რომელიც ზრდის ბიზნესის ხილვადობას ადგილობრივ ორგანულ შედეგებში, რუკებსა და იმ პლატფორმებზე, სადაც თქვენი პოტენციური მომხმარებლები რეალურად გეძებენ.
სხვა სერვისები
ჩვენი ბროშურები
გახდით ხილვადი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის
ლოკალური ძიების დროს მომხმარებელს ხშირად უკვე გადაწყვეტილი აქვს, რა სჭირდება — ახლა ის არჩევს, ვის დაუკავშირდეს, სად მივიდეს ან ვისთან დაჯავშნოს მომსახურება.
სწორად დაგეგმილი ლოკალური SEO დაგეხმარებათ:
- გამოჩნდეთ ქალაქთან, უბანთან და მომსახურების არეალთან დაკავშირებულ ძიებებში;
- მოიზიდოთ მომხმარებლები, რომლებიც ახლოს არიან და მზად არიან მოქმედებისთვის;
- გაზარდოთ ზარები, განაცხადები, ჯავშნები და ფიზიკურ ობიექტზე ვიზიტები;
- სწორად წარმოაჩინოთ თქვენი ფილიალები და მომსახურებები;
- გააძლიეროთ მომხმარებელთა ნდობა;
- კონკურენცია გაუწიოთ თქვენს ლოკაციაზე მოქმედ ბიზნესებს.
ვის სჭირდება ლოკალური SEO ?
ლოკალური SEO განკუთვნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც მომხმარებლებს კონკრეტულ ლოკაციაზე ან მომსახურების არეალში ემსახურებიან.
მათ შორისაა:
- რესტორნები და კაფეები;
- კლინიკები და სამედიცინო ცენტრები;
- სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები;
- სასტუმროები და ტურისტული ობიექტები;
- მაღაზიები და შოურუმები;
- ავტოსერვისები და ავტომობილების გაქირავების კომპანიები;
- ფიტნეს და სპორტული სივრცეები;
- საგანმანათლებლო ცენტრები;
- იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიები;
- უძრავი ქონების სააგენტოები;
- სარემონტო, სამონტაჟო და ადგილზე
- მომსახურების მიმწოდებლები;
- რამდენიმე ფილიალის მქონე კომპანიები.
ფიზიკური ოფისი აუცილებელი არ არის. თუ კონკრეტულ ქალაქს, უბანს ან რეგიონს ემსახურებით, ლოკაკური SEO თქვენი მომხმარებლების მოძიებაშიც დაგეხმარებათ.
ლოკალური SEO მომსახურება
ლოკალური SEO აუდიტი და სტრატეგია
ლოკალური საკვანძო სიტყვების კვლევა
ვებსაიტის ლოკალური ოპტიმიზაცია
ლოკაციისა და ფილიალების გვერდები
Google Business Profile და Google Maps
ასევე ვამოწმებთ დუბლირებულ პროფილებს, არასწორ მისამართებსა და სხვა პრობლემებს, რომლებიც Google Maps-ზე ბიზნესის ხილვადობას ზღუდავს.
Apple Maps, Bing Maps, Yandex Maps და სხვა პლატფორმები
Apple Maps და Apple Business;
Bing Places და Bing Maps;
Yandex Business და Yandex Maps;
სფეროს შესაბამის ადგილობრივ კატალოგებსა და სანავიგაციო სისტემებს.
ყველა ბიზნესს ყველა პლატფორმაზე თანაბარი აქტივობა არ სჭირდება. რესურსს ვანაწილებთ იქ, სადაც თქვენი მომხმარებლები რეალურად გეძებენ.
ბიზნესის მონაცემების მოწესრიგება
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისამართის შეცვლის, რამდენიმე ფილიალის ან ბიზნესის სახელის ქართულ და ინგლისურ ენებზე განსხვავებულად გამოყენებისას.
შეფასებები და ონლაინრეპუტაცია
არ ვიყენებთ ყალბ შეფასებებსა და პლატფორმების წესებთან შეუსაბამო მეთოდებს.
ადგილობრივი ბექლინკები და "ხსენებები"
ჩვენი მიზანი არ არის ბიზნესის ათობით შემთხვევით კატალოგში დამატება. ვირჩევთ სანდო და თემატურად შესაბამის წყაროებს, რომლებიც თქვენს ონლაინავტორიტეტს რეალურად აძლიერებს.
ტექნიკური SEO და სტრუქტურირებული მონაცემები
ბიზნესის ტიპის მიხედვით ვნერგავთ შესაბამის სტრუქტურირებულ მონაცემებს, რათა საძიებო სისტემებს კომპანიის, მისამართის, ფილიალების, სამუშაო საათებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაცია ტექნიკურად გამართული ფორმით მივაწოდოთ.
შედეგების გაზომვა და ანგარიშგება
პროექტის მიხედვით ვზომავთ:
ადგილობრივ ძიებაში ხილვადობას;
ორგანულ დაწკაპებებს;
რუკებიდან ვებსაიტზე გადასვლებს;
ზარებს;
მარშრუტის მოთხოვნებს;
განაცხადებსა და ჯავშნებს;
ლოკაციის გვერდების კონვერსიებს;
ფილიალების შედეგებს;
შეფასებების დინამიკას.
სად და როგორ ეძებენ მომხმარებლები თქვენს ბიზნესს
მომხმარებლები ადგილობრივ ბიზნესს უკვე მხოლოდ ტრადიციული Google Search-ის საშუალებით აღარ ეძებენ. ისინი იყენებენ რუკებს, ხმოვან ძიებას, AI პასუხებსა და სხვადასხვა ციფრულ ასისტენტს.
ამ გარემოში ბიზნესს სჭირდება:
- უნიკალური და სასარგებლო კონტენტი;
- ზუსტი და განახლებული ინფორმაცია;
- ტექნიკურად გამართული ვებსაიტი;
- ინდექსირებადი ლოკაციის გვერდები;
- რეალური ფოტოები და ვიდეოები;
- სანდო შეფასებები და ონლაინხსენებები;
- თანმიმდევრული მონაცემები სხვადასხვა პლატფორმაზე.
Portali არ იყენებს ხელოვნურ „AI SEO ჰაკებს“ და არ ქმნის ათობით ერთნაირ გვერდს საკვანძო სიტყვების ყველა ვარიაციისთვის. ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ კონტენტსა და ტექნიკურ საფუძველს, რომელიც ეფექტიანია როგორც ჩვეულებრივი, ისე გენერაციული ძიებისთვის.
რა გამოარჩეს პორტალს სხვებისგან
სრული Local SEO
ინდივიდუალური
მონაცემებზე
გამჭვირვალე
უსაფრთხო
როგორ ვმუშაობთ?
1. ვაანალიზებთ
2. ვქმნით სტრატეგიას
3. ვახორციელებთ ოპტიმიზაციას
4. ვზომავთ და ვაუმჯობესებთ
ხშირად დასმული კითხვები
საკმარისია მხოლოდ Google Maps-ის ოპტიმიზაცია?
სჭირდება თუ არა ლოკალურ SEO-ს ვებგვერდი?
რამდენ ხანში გამოჩნდება შედეგი?
ვადა დამოკიდებულია ბიზნესის არსებულ მდგომარეობაზე, ლოკაციაზე, კონკურენციასა და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობაზე. გარკვეული ცვლილებები შეიძლება სწრაფად აისახოს, ხოლო ორგანული ხილვადობისა და ავტორიტეტის ზრდას მეტი დრო სჭირდება.
