ფერის ფსიქოლოგია მარკეტინგში – II ნაწილი

ფერის ფსიქოლოგია

წინა ნაწილში მიმოვიხილეთ წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერები. ფერის ფსიქოლოგია მარკეტინგში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამიტომ ახლა გავაგრძელოთ და განვიხილოთ დანარჩენი ფერებიც — თითოეული მათგანი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომხმარებლის აღქმაზე და ბრენდის პოზიციონირებაზე.

მწვანე – ბუნება, სიახლე და განვითარება

 მწვანე ასოცირდება ჯანმრთელობასთან, ბუნებასთან, სისუფთავესთან და პიროვნულ განვითარებასთან. ის ხშირია ეკო-ბრენდებში, ფინანსურ ინსტიტუტებში და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში.

მწვანე

დადებითი ასოციაციები:

  • ამშვიდებს თვალს, სიმშვიდის განცდას იწვევს
  • დაკავშირებულია სიახლესთან და სიცოცხლესთან
  • პოპულარულია ეკო-მიმართულების ბრენდებს შორის
  • სანდოობის ფერი ფინანსურ სექტორში

უარყოფითი ასოციაციები:

მოწყენილობა, ლეთარგია, სისუსტე

სტატისტიკა:
– მამაკაცების 14% და ქალების 14% მწვანეს საყვარელ ფერად ასახელებენ
– 2% მამაკაცებისა და 16% ქალებისა არ ირჩევენ მწვანეს
– 6% მას „იაფფასიანად“ მიიჩნევს

თუ რატომ ყიდულობთ კონკრეტულ პროდუქტს, 85%-ით განსაზღვრავს ფერი.
ნეილ პატელი

ლურჯი – ნდობა, ერთგულება და სიმშვიდე

ლურჯი ფერი ბრენდებში ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ მომხმარებელს შეუქმნას სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და პატივისცემის შეგრძნება.

ლურჯი

დადებითი ასოციაციები:

  • სიმშვიდე და სტაბილურობა
  • სიძლიერე და თავისუფლება
  • ნდობა და პროფესიონალიზმი

უარყოფითი ასოციაციები: სიცივე, იზოლაცია, არამიმზიდველობა

სტატისტიკა:
– მამაკაცების 57% და ქალების 35% ლურჯს ასახელებენ საყვარელ ფერად
– მხოლოდ 1% გამოკითხულთა არ ირჩევს ლურჯს
– 1% მას “იაფად” მიიჩნევს

სარჩევი

მწვანე-ბრენდიგნი
ლურჯი ბრენდინგი

მეწამული (იასამნისფერი) – ფანტაზია, ელეგანტურობა და სიმდიდრე

ფერის ფსიქოლოგა მოგვითხრობს, რომ ისტორიულად მეწამული ფერი ასოცირდებოდა დიდებულებასთან და ძალაუფლებასთან. დღეს ის გამოიყენება ექსკლუზიურ ბრენდებში.

იასამნის ფერი

დადებითი ასოციაციები:

  • დახვეწილობა და მდიდრულობა
  • ფანტაზია და შემოქმედება
  • ექსტრავაგანტული, რაც ყურადღებას იპყრობს

უარყოფითი ასოციაციები: დეჟეზია (დამბლა), დეპრესია, დეკადენტური განწყობა.

სტატისტიკა:
– მამაკაცთა 1% და ქალების 23% მეწამულს ირჩევენ
– მამაკაცების 22% და ქალების 8% უარყოფითად აფასებენ
– 4% მას “იაფფასიანად” მიიჩნევს

გთვაზობთ რამდენიმე ძირითად პუნქტს იასამნისფერთან დაკავშირებით რომლებიც გამოგადგებათ, თუ ამას მარკეტინგულ კამპანიაში გაითვალისწინებთ:

  • ისტორიულად, მეწამული ასოცირდება უპირატესობასთან, სიმდიდრესთან;
  • შესაფერისია ბრენდებისთვის, რომელთაც სჭირდებათ პოზიციონირება როგორც პრესტიჟული ბრენდები;
  • საკმაოდ ექსტრავაგანტულად ითვლება, ამიტომ იგი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული;
  • მუქი ჩრდილები ამშვიდებს, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას “ქალის” ბრენდებისთვის.

მისი პერსონალიზებული მახასიათებლებია: მგრძნობიარობა, დიდებულება, გაგება.

ვარდისფერი – შემოქმედება და განსხვავებული ხედვა

ფერის ფსიქოლოგიაში აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

ვარდისფერი

დადებით მხარეებს განეკუთვნება:

  • ფანტაზია,
  • ვნება,
  • შემოქმედება,
  • სამეწარმეო სულისკვეთება და სურვილი ახალი საგნებისკენ.

უარყოფით მხარეებს მიეკუთვნება: აღშფოთება, აჯანყება, იმპულსურობა, არასერიოზულობა.

  • ვარდისფერი არის ყველაზე ნათელი და ყველაზე პოპულარული ფერი, რომელიც ასოცირდება ქალის სქესთან.
  • იგი შეიძლება ძირითადი ფერის ბრწყინვალე დამატებითი ფერი გახდეს ბრენდის კორპორატიული სტილიში.
  • ვარდისფერი არის კომფორტული ფერი, რომელიც იმედთან ასოცირდება.
  • წარმატებით იყენებენ ინდუსტრიაში, რომლის მიზანია ”ფორმის გატეხვა”.

ფსიქოლოგიური თვისებები, რომლებიც ვარდისფერის მოყვარულებს განასხვავებს სხვა აფამიანებისაგან, არის: სულიერება, ახალი საგნებისკენ სწრაფვა, პრაქტიკულობა.

იასამნისფერი ბრენდიგნი
ვარდისფერი ბრენდიგნი

შავი – კლასიკა, ძალა და ელეგანტურობა

შავი კლასიკურ ფერად ითვლება, მაგრამ ის ხშირად ასოცირდება გლოვასთან, თუმცა ეს კიდევ ცალკე განხილვის თემაა და გლოვის ფერი დამოკიდებულია ეროვნებებთან და მათ კულტურასთან.

მოდით ვნახოთ, რომელმა ბრენდებმა აირჩიეს ეს ლაკონური ფერი, როგორც მთავარი კორპორატიული სტილი.

შავი

ფერის ფსიქოლოგიაში შავი ასოცირდება შემდეგ დადებით თვისებებთან:

  • დახვეწილობა,
  • ელეგანტურობა,
  • უსაფრთხოება,
  • ძალა,
  • ავტორიტეტი,
  • შინაარსი.

უარყოფითი ემოციებია:

  • სიცივე,
  • სიბრაზე,
  • საფრთხე,
  • დეპრესია,
  • გლოვა.

შავი არის “გავლენიანი” ფერი, რომელიც ხშირად ასოცირდება ძალაუფლებასთან და ფუფუნებასთან.

  • ძვირადღირებული ბრენდები დღეს ირჩევენ ფერებიდან შავ და თეთრ ჩრდილებს.
  • შავი ფერი სხვა ნათელ ფერით კომბინირებული გამოიყურება როგორც უნიკალური და დახვეწილი.
  • შესაფერისია მოდისა და ჯანმრთელობისთვის.

ადამიანების პიროვნული თვისებები, რომლებსაც შავი უყვართ, არის, თავდაჯერებულობა, სერიოზულობა.

მამაკაცების 8% და ქალების 6% საყვარელ ფერად ირჩევს შავს. ამასთან გამოკითხულთა 4% შავს არავითარ შემთხვევაში არ აირჩევს საკუთარი თვისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ გმაოკითხულთა მხოლოდ 1% თვლის მას “ღარიბად”.

თეთრი და ვერცხლისფერი – სიწმინდე და სიმარტივე

თეთრი ამ სიაში მეორე “ძირითდი” ფერია. ტრადიციულად, იგი ასოცირდება სისუფთავესთან და სიახლესთან.

ვნახოთ, როგორ აღწერენ მას ფსიქოლოგები და რას ნიშნავს ბრენდის მარკეტინგისთვის.
ქვემოთ მოცემულია მსოფლიოში ცნობილი კომპანიების ლოგოები, რომლებმაც თავიანთი კორპორატიული იდენტურობის საფუძვლად თეთრი შეარჩიეს.

თეთრი-ვერცხლისფერი

ფერის ფსიქოლოგიაში მას და მის ჩრდილს — ვერცხლს აქვს შემდეგი დადებითი მახასიათებლები:

  • სიწმინდე,
  • უდანაშაულობა,
  • სიმარტივე,
  • უცვლელობა.

უარყოფითი მახასიათებლებისგან:

  • სტერილობა,
  • სიცარიელე,
  • განშორება და გულგრილობა.

აქ მოცემულია ფერის ფსიქოლოგიის რამდენიმე თეზისი, რომლებიც მნიშვნელოვანია ბრენდის მარკეტინგისთვის:

  • განასახიერებს სიწმინდეს და შეესაბამება ბრენდებს თანამედროვე ეკო-კონცეფციით;
  • ხშირად გამოიყენება კორპორატიული იდენტურობის დიზაინში, როგორც დომინანტი ფერი;
  • წარუმატებელ წარმოდგენაში, ის შეიძლება გახდეს გულგრილობისა და სიზარმაცის სიმბოლო;
  • შესანიშნავია მოდური, გლუვი, სუფთა იერის გადმოსაცემად.

ფსიქოლოგები განასხვავებენ თეთრის მოყვარულთა პერსონალიზებულ მახასიათებლებს: ოპტიმიზმს, დამოუკიდებლობას, უდანაშაულობას.

ქალთა 2% და მამაკაცთა 1% საყვარელ ფერებად ასახელებენ თეთრსა და ვერცხლს. საპირისპირო მოსაზრება აქვთ შესაბამისად 5% და 3%.

9% მას “ცუდ” ფერად თვლის.

შავი ბრენდინგი
თეთრი ვერცხლისფერი ბრენდიგნი

მაშ რომელი ფერი უნდა აირჩიოთ?

მარკეტინგში ფერის ფსიქოლოგიის ცოდნის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ გარდაქმნათ თქვენი კამპანია და მომხმარებლების თვალში ბრენდის სწორი იმიჯი შექმნათ. ამასთან, ლოგოს, შეფუთვის დიზაინის ან “ლენდინგ” გვერდისთვის სრულყოფილი ფერების არჩევას დიდი დრო უნდა დაუთმოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს მწისიერი გადაწყვეტილება.

ფერის ფსიქოლოგია

გამოიყენეთ ფერის შესატყვისი ინსტრუმენტი, როგორიცაა ColorScheme და ითამაშეთ სხვადასხვა კომბინაციებით, სანამ არ იპოვნით კომბინაციას, რომელიც საუკეთესოდ ასახავს თქვენი ბრენდის ფსიქოლოგიას და შინაარსს.

Leave A Comment