ბრენდინგი – რესტორანი „ისტორია“

რესტორანი "ისტორია"

დამკვეთი:
აბანოთუბანი ჯგუფი
კატეგორია:
ბრენდინგი
სფერო:
კვების ობიექტები
დაწყების თარიღი
01.03.2025
დასრულების თარიღი
მიმდინარე

პროექტის კონტექსტი

ისტორია“ (Behance) — აბანოთუბანი ჯგუფის შიდა ბრენდია: ელეგანტური, სამსართულიანი ტერასული რესტორანი აბანოთ უბანში (სამეფო აბანოსა და მეფე ერეკლეს აბანოს გვერდით). კონცეფცია — ძველი და ახალი თბილისის შერწყმა: ქართული ორნამენტიკა, აივნების მოტივები, მსუბუქი თანამედროვე ესთეტიკა. რესტორანი გათვლილია ტურისტებზეც და ლოკალურ სტუმარზეც; წყლის/აბანოს თემაზე არ „ლაპარაკობს“ — აქ სიუჟეტი თავად თბილისშია.

გამოწვევები

  • ბრენდის ნარატივის შექმნა ისე, რომ აბანოების თემას არ მიებას, მაგრამ ადგილს (აბანოთ უბანს) მაინც შემატოს თავისებური განწყობა.
  • ვიზუალური იდენტობის ტონი: ელეგანტური, ჰაეროვანი, არა „ძველით გადატვირთული“.
  • ბრენდის სისტემა უნდა ემსახურებოდეს ინტერიერის, სერვირებისა და სერვისის გამოცდილებას — ერთი მთლიანობით.

ჩვენი როლი და სტრატეგია

ჩვენი უშუალო ჩართულობა იყო ორი მიმართულება:

  1. ლოგოტიპის შექმნა — „ისტორიის“ ნარატივზე დაფუძნებული ზუსტი სიტყვა-ნიშნის კომბო (wordmark + სასურველი სუბმარკა).
  2. ძალიან დეტალური ბრენდბუქი — პროდაქშენზე მზა, ყველა არხისთვის.

სტრატეგიული პრინციპები:

  • „ნარატივი პირველია“ — ვიზუალი ჯერ არგუმენტს ამბობს (რატომ „ისტორია“), მერე ესთეტიკას.
  • „ორნამენტი როგორც აქცენტი, არა როგორც ფონური ხმაური“ — აივნების ქართული ორნამენტი ჩასმულია მინიმალისტურ გრიდში.
  • „ტონის ერთიანობა“ — მიბმული ტიპოგრაფია, ფერები, ფოტოსტილი, motion-ის წესები.

Motion & სოციალური მედია

  • ინფრო-მიკროანიმაციები (logo reveal, caption slide-in, subtle fade).
  • სთორების/რილების ტემფლეიტები.

ბრენდინგი -რესტორანი ისტორია

ბრენდაპლიკაციები

  • მენიუ: ყდა/შიდა ბადე, კვების პიქტოგრამები.
  • სერვირება: წინსაფრები, coasters, check presenter.
  • პერსონალი: საინფორმაციო ბეჯები, მინიმალური dress-code გიდი (ფერები/ნიშნები).
  • wayfinding/ნიშნულები: შესასვლელი,ტერასები (low-key ელეგანტური ნავიგაცია).
  • ციფრული: one-page ვებსაიტის UI mood (hero, typography scale, CTA rules).

შედეგი / KPI-ები (ბრენდინგის ჭრილში)

  • ბრენდის საფუძველი გაწერილია ერთიან სისტემად — ინტერიერი, სერვირება, ციფრული კომუნიკაცია ერთ ენაზე „ლაპარაკობს“.
  • ბრენდბუქი პროდაქშენისთვის სრულყოფილია — მომწოდებლებსა და გუნდებს შორის ჰენდოფი მარტივდება, შეცდომა/რევიზია მინიმუმამდე დადის.
  • სოციალური მედიის კონტენტთან თანხვედრა — ტონალობა, ფერები და ტიპოგრაფია მუშაობს როგორც ოფლაინ, ისე ონლაინ არხებში.
  • ბრენდის „სიუჟეტი“ (თბილისის ძველი+ახალი) მკაფიოა, არ არის „აბანოებზე“ მიბმული, მაგრამ უბნის აურა და შესაბამისი ატმოსფერო იგრძნობა.

შეჯამება

Portali-მ „ისტორია“-სთვის შექმნა ლოგოსა და ვიზუალური სისტემის ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც ინარჩუნებს თბილისურ ელეგანტურობას და იძლევა მასშტაბირების საშუალებას — მენიუდან wayfinding-მდე და social ტემფლეიტებამდე. ბრენდი მზადაა კონსისტენტურად გაეშვას როგორც ტურისტულ, ისე ლოკალურ სეგმენტში.