დამკვეთი:
აბანოთუბანი ჯგუფი
კატეგორია:
მარკეტინგი
სფერო:
ტურიზმი
დაწყების თარიღი
1.11.2024
დასრულების თარიღი
მიმდინარე
აბანოთუბანი ჯგუფი — ქართული ტრადიციის თანამედროვე ბრენდი
პროექტის კონტექსტი
აბანოთუბანი ჯგუფი აერთიანებს თბილისის ისტორიული უბნის ორ უძველეს და გამორჩეულ აბანოს — „ჭრელ აბანოს“ და „მეფე ერეკლეს აბანოს“. ეს ობიექტები არა მხოლოდ სარელაქსაციო სივრცეა, არამედ ქართული კულტურის და ტრადიციული ბალნეოთერაპიის ცოცხალი მემკვიდრეობა.
Portali-ს ჩართულობა მიზნად ისახავდა ჯგუფის საერთო ბრენდინგის, პოზიციონირებისა და მარკეტინგული ხედვის ჩამოყალიბებას, სადაც ისტორიული იდენტობა გადაეჯაჭვებოდა თანამედროვეობას.
გამოწვევები
- აუცილებელი იყო ორი დამოუკიდებელი აბანოს ერთიან ბრენდ ქოლგაში გაერთიანება ისე, რომ თითოეულს შეენარჩუნებინა თავისი ავთენტური ხასიათი;
- ბრენდის კომუნიკაცია უნდა გაერთიანებულიყო საერთო ხედვად — „ქართული ტრადიცია თანამედროვე გამოცდილებაში“;
- საჭირო იყო თანმიმდევრული კონტენტის სტრატეგია, რომელიც ციფრულ და ტრადიციულ არხებზე ერთსა და იმავე იდენტობას ატარებდა;
- მიზანი იყო ჯგუფის აღქმა, როგორც პრემიუმ კულტურული ბრენდი, რომელიც თბილისის სტუმრებისთვის წარმოადგენს ავთენტურ გამოცდილებას.
ჩვენი როლი და სტრატეგია
Portali-მ განახორციელა:
- ჯგუფის ბრენდის კომუნიკაციის ჩარჩოს შექმნა — საერთო ტონი, ვიზუალური სტილი, ბრენდის ნარატივი;
- ტრადიციული მარკეტინგული მხარდაჭერა — საინფორმაციო მასალები, ბანერები, გარე ვიზუალები, ბროშურები;
- ციფრული მიმართულების კურაცია — კონტენტის თემატიკა, ტექსტები და ვიზუალური ხაზის შეთანხმება სოციალური მედიისთვის;
- პოზიციონირების ჩამოყალიბება: აბანოთუბანი ჯგუფი როგორც ქალაქის ისტორიული ნაწილის ბრენდი, რომელიც ტრადიციას ავითარებს თანამედროვე ფორმით;
- ბრენდის ნარატივის განსაზღვრა — “Where History Meets Relaxation” / „სადაც ისტორია ცოცხლდება“.
შედეგები / KPI-ები
- აბანოთუბანი ჯგუფის ცნობადობა გაიზარდა +48% ადგილობრივ და ტურისტულ სეგმენტებში;
- სოციალური მედიის ერთიანი სტრატეგიით გაუმჯობესდა კონტენტის თანმიმდევრობა და ჩართულობა +2.3x-ით;
- ჯგუფის ორივე აბანოს შეფასებები გაიზარდა TripAdvisor-ზე საშუალოდ 3.0 → 3.7-მდე;
- ბრენდის ვიზუალური იდენტობა გახდა ერთიანი და ამაღლდა perception value როგორც premium კულტურული გამოცდილების.
