Google Search ადასტურებს, რომ გვერდზე შედეგების რაოდენობის პარამეტრს აღარ უჭერს მხარს

Google Search - seo სააგენტო portali • პორტალი

სარჩევი

როგორც ჩანს, ეს ცვლილება არ არის ბაგი, არამედ განზრახ განხორციელებული ნაბიჯია იმაზე, როგორ აჩვენებს Google ძიების შედეგებს.

12 სექტემბერს, Google-მა გამორთო ფუნქცია, რომელიც URL პარამეტრის გამოყენებით ერთ გვერდზე 100 შედეგის ნახვის საშუალებას იძლეოდა. მას შემდეგ რანკ-ჩეკერის ხელსაწყოები ქაოსში აღმოჩნდნენ, და თავად Google Search Console-შიც მკვეთრად შემცირდა მონაცემების რაოდენობა.

Google-ის განცხადება

Google-ის სპიკერმა განაცხადა:

„ამ URL პარამეტრის გამოყენება ჩვენი ოფიციალურად მხარდაჭერილი ფუნქცია არასოდეს ყოფილა.“

Google Rank Tracker Tools

რა არ თქვა Google-მა:

მიუხედავად იმისა, რომ ეს პარამეტრი ოფიციალურად არასოდეს ყოფილა მხარდაჭერილი, წლების განმავლობაში ის მუშაობდა. 2018 წელს Google-მა ამოიღო ინტერფეისიდან ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს აძლევდა საშუალებას ეთქვა, რამდენი შედეგი ეჩვენებინა გვერდზე. თუმცა &num=100 პარამეტრი URL-ში კვლავ მოქმედებდა — სანამ შაბათს, 13 სექტემბერს, ღამით მოულოდნელად არ შეწყდა.

ვკითხეთ Google-ს, იყო თუ არა ეს ბაგი თუ ფუნქციური ცვლილება — მაგრამ მხოლოდ ზემოთ მოყვანილი პასუხი მივიღეთ.

Google არ განმარტავს, რატომ მოხდა ეს. იქნებ უნდოდათ, არალეგალური სკრეიპერებისთვის ხელი შეეშალათ? ან უნდოდათ OpenAI-ს შეზღუდვა?

შეიცვალა თუ არა Search Console-ის მონაცემები?

SEO-Keyword-Rank-Tracker-Report-Example

ბევრი საიტი აცხადებს, რომ ე.წ. “impression“-ის მონაცემები მკვეთრად დაეცა. გამოდის, რომ მანამდე ეს მონაცემები რეალურად ბოტებისგან მოდიოდა და ახლა უფრო რეალისტური ხდება?

მოკლედ, პასუხებზე მეტი კითხვები დაგვიგროვდა SEO მკვლევარებს.

num=100 გაქრა.

Google-ის განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ num=100 პარამეტრი აღარ იმუშავებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:

თუ იყენებდით ამ პარამეტრს, მომავალში ვეღარ გამოიყენებთ. მესამე მხარის ხელსაწყოებს (rank tracking tools) მოუწევთ მორგება. Search Console-ის მონაცემებიც შესაძლოა რეალურ მომხმარებელთა ქცევაზე მეტად იყოს ორიენტირებული.

დატოვეთ კომენტარი

კატეგორია

ბოლო ბლოგები

თაგები

Popup -Subscribe- Portali - SEO სააგენტო პორტალი

გამოიწერე

არ გამოტოვო სიახლეები
SEO და მარკეტინგი