მარკეტინგი – BILDITS

დამკვეთი:
BILDITS
კატეგორია:
მარკეტინგი
სფერო:
განათლება
BILDITS – მინი ინჟინერია ბავშვებისთვის

პროექტის კონტექსტი:

BILDITS არის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბავშვებს ასწავლის ინჟინერიას, არქიტექტურასა და სივრცით აზროვნებას თამაშით სწავლების მეთოდით.
პროექტის მთავარი მიზანი იყო ბრენდის ცნობადობის ამაღლება, სწორი პოზიციონირება როგორც ინოვაციური არაფორმალური განათლების პლატფორმის და რეგისტრაციების სტაბილური ზრდა წლის განმავლობაში.

მიზნები:

  • ბრენდის ცნობადობის ზრდა მინიმუმ 70%-ით პირველი წლის განმავლობაში;
  • ლიდებიდან რეგისტრაციამდე კონვერსიის გაზრდა 11%-დან 27%-მდე;
  • სოციალური ჩართულობის გაორმაგება სოციალური მედიის არხებში;
  • პარტნიორობის გაფართოება სკოლებსა და საგანმანათლებლო ცენტრებს შორის;
  • რეგიონალური ინტერესის ზრდა და ახალი ჯგუფების ჩამოყალიბება. 
გამოწვევები
- ახალი მიმართულება ბაზარზე — მშობლებისთვის ნაკლებად ნაცნობი ინჟინერიის სწავლების ფორმა;
- ტექნიკური თემის გამარტივებული და ვიზუალურად მიმზიდველი გადმოცემის საჭიროება;
- ბავშვებისა და მშობლების ინტერესების ერთდროული ბალანსი კომუნიკაციაში;
- სეზონურობის გავლენა და ზაფხულის პერიოდში რეგისტრაციების შენარჩუნება.

სტრატეგია

Bildits-ის კამპანია აგებულ იქნა ინოვაციურ და ემოციურ სტრატეგიაზე — ინჟინერიის სწავლება როგორც შემოქმედებითი თამაში.

  • ღია გაკვეთილები და დემო-კლასები სხვადასხვა სკოლაში;
  • მშობელთა შეხვედრები და საგანმანათლებლო ფორუმებში მონაწილეობა;
  • თემატური PR სტატიები და მედიაგამოჩენები ინოვაციური განათლების შესახებ.
  • სოციალური მედიის კამპანიები (Facebook, Instagram, TikTok, YouTube);
  • ვიდეოსერია — „Მშენი პირველი ნაგებობა“ და „Ჩემი პროექტი Bildits-ით“;
  • მიზნობრივი სარეკლამო კამპანიები მშობელთა სეგმენტზე;
  • Remarketing სტრატეგია და ავტომატიზებული Follow-up კომუნიკაცია;
  • ვიზუალური სტილი — playful, ფერადი და ტექნოლოგიური, რომელიც ასახავდა ინჟინერიის თამაშით შესწავლის იდეას.

ინსპირაციული და მოტივაციური — „დაგეხმარე შენს შვილს შექმნას საკუთარი სამყარო.“ 

მთავარი KPI მაჩვენებლები

მაჩვენებელი

საწყისი

მიღწეული

ზრდა

ბრენდის ცნობადობა (Reach / Awareness)

100% (საწყისი დონე)

+180%

↑80% ზრდა

სოციალური მედიის ჩართულობა (Engagement Rate)

2.1%

5.2%

↑148% ზრდა

რეგისტრაციები

100% (საწყისი დონე)

270%

↑2.7-ჯერ მეტი

კონვერსია ლიდიდან რეგისტრაციამდე

11%

27%

↑+16 პპ

რეგიონალური გაფართოება

1 ქალაქი

4 ქალაქი

↑+3 ახალი ლოკაცია

CPL (Cost per Lead)

17 ₾

9 ₾

↓47% შემცირება

CTR (Website / Ads)

1.7%

4.3%

↑153% ზრდა

შედეგები:

  • Bildits-მა პირველივე წელს გაიზარდა 2.7-ჯერ რეგისტრაციების რაოდენობით;
  • ბრენდის ცნობადობა გაიზარდა 80%-ით, ხოლო სოციალური ჩართულობა თითქმის გაორმაგდა;
  • ლიდიდან რეგისტრაციამდე კონვერსია გაუმჯობესდა 16 პროცენტული პუნქტით;
  • CPL შემცირდა 47%-ით, რაც კამპანიის ოპტიმიზაციის მაღალი ეფექტიანობის მაჩვენებელია;
  • პროგრამამ წარმატებით შეაღწია სამ ახალ რეგიონში, სადაც ჩამოყალიბდა პილოტური ჯგუფები;

Bildits დამკვიდრდა როგორც ინოვაციური არაფორმალური განათლების ბრენდი, რომელიც ბავშვებს ასწავლის აზროვნებას, შექმნას და რეალური არქიტექტურული პროცესის მოდელირებას თამაშით.