ფერთა ფსიქოლოგია მარკეტინგში – I ნაწილი

ფერთა ფსიქოლოგია - SEO ოპტიმიზაცია - SEO სააგენტო პორტალი

ნაწილი I: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი

წინა სტატიებში განვიხილეთ რა არის ბრენდინგი და როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი. ახლა გადავდივართ ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპონენტზე — ფერზე.

ადამიანები ბევრად უფრო ვიზუალური არსებები ვართ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ბრენდს, პროდუქტს და რამდენად ახდენს ის გავლენას მის ქცევასა და გადაწყვეტილებებზე. ბრენდის ფერთა სწორად შერჩევა პირდაპირ მოქმედებს ბრენდის რეპუტაციაზე, გრძნობით აღქმასა და საბოლოო შედეგზე — გაყიდვებზე.

ფერები და ლენდინგ გვერდის კონვერსია

როდესაც მომხმარებელი პირველად ხვდება თქვენს ლენდინგ გვერდზე, ყოველი დეტალი უნდა მუშაობდეს კონვერსიაზე. ფერთა გამა პირდაპირ გავლენას ახდენს:

  • ყურადღების კონცენტრაციაზე
  • ნდობის ჩამოყალიბებაზე
  • ღილაკებზე დაწკაპების მაჩვენებელზე
  • მომხმარებლის ქცევის ფსიქოლოგიაზე

შერჩეულ ფერს უნდა ჰქონდეს კავშირი ბრენდის ლოგოსთან, ვიზუალურ იდენტობასთან და პროდუქტის შეფუთვასთანაც კი.

ფერთა ფსიქოლოგია ბრენდინგში – მაგალითები ბრენდებიდან

ქვემოთ მოცემულია Iconic Fox-ის მიერ შექმნილი კვლევის საფუძველზე შერჩეული ფერები და მათი ფსიქოლოგიური გავლენა.

 

სარჩევი

წითელი

ბრენდები: Coca-Cola, Canon, Levis, H&M და სხვა.

წითელი ფერი

დადებითი ასოციაციები:

  • ენერგია
  • ვნება
  • უშიშრობა
  • აღფრთოვანება
  • მოქმედებისკენ წახალისება

უარყოფითი ასოციაციები:

  • საფრთხე
  • აგრესია
  • შიში
  • ტკივილი

ფსიქოლოგიური მახასიათებლები:

  • იწვევს როგორც დადებით, ისე უარყოფით ემოციებს
  • ასტიმულირებს მადას (გამოიყენება კვების ინდუსტრიაში)
  • ზრდის გულისცემას და იწვევს დაჩქარებულ აღქმას

პიროვნული მახასიათებლები: სითამამე, ენერგიულობა, თავგადასავლისკენ მიდრეკილება

წითელი ბრენდი

სტატისტიკა:

ქალების 9% და კაცების 7% თვლის საყვარელ ფერად

კაცების 2% არ აირჩევდა წითელს, ქალებისგან განსხვავებით

მხოლოდ 9% თვლის, რომ წითელი „იაფფასიანი“ ფერია

ნარინჯისფერი

ბრენდები: Amazon, Mozilla Firefox

ნარინჯისფერი

დადებითი ასოციაციები:

  • მეგობრობა
  • ენერგია
  • სიახლე
  • სითბო

უარყოფითი ასოციაციები:

  • იმედგაცრუება
  • ინერცია
  • უსიამოვნო აღქმა

ფსიქოლოგიური მახასიათებლები:

  • იწვევს მზისა და სითბოს განცდას
  • ქმნის დადებით განწყობას
  • ხშირად ასოცირდება შემოდგომასთან

პიროვნული მახასიათებლები: თავგადასავალი, კონკურენტუნარიანობა, ზოგჯერ არამეგობრული ტონი

ნარინჯისფერი

სტატისტიკა:

ორივე სქესის მხოლოდ 5% თვლის მას დადებითად

კაცების 22% და ქალების 33% ამბობს, რომ არ აირჩევდა ამ ფერს

26% თვლის, რომ ეს არის „ღარიბი“ ფერი

ყვითელი

ბრენდები: McDonald’s, Ferrari, Nikon, Snapchat

ყვითელი

დადებითი ასოციაციები:

  • ოპტიმიზმი
  • შემოქმედება
  • ბედნიერება
  • გონებრივი აქტივობა

უარყოფითი ასოციაციები:

  • შიში
  • იმედგაცრუება
  • სიმხდალე
  • ირაციონალურობა

ფსიქოლოგიური მახასიათებლები:

  • ასოცირდება მზესთან და ახალგაზრდობასთან
  • დადებითი ფონი ხელს უწყობს ფსიქოლოგიურ კომპენსაციას
  • მუქი ფონზე აქვს უფრო გამოკვეთილი ეფექტი

პიროვნული მახასიათებლები: დამოუკიდებლობა, მიზანდასახულობა, იმპულსურობა

ყვითელი ბრენდი

სტატისტიკა:

კაცების 57% და ქალების 35% თვლის საყვარელ ფერად

0% ქალთა შორის უარყოფითად აფასებს

22% თვლის, რომ ყვითელი ასოცირდება სიღარიბესთან


მომდევნო სტატიაში განვიხილავთ დარჩენილ ფერებს: მწვანე, ლურჯი, იისფერი, შავი, თეთრი და სხვა, და როგორია მათი როლი მომხმარებლის ემოციასა და ქცევაზე.

დატოვეთ კომენტარი

კატეგორია

ბოლო ბლოგები

თაგები

Popup -Subscribe- Portali - SEO სააგენტო პორტალი

გამოიწერე

არ გამოტოვო სიახლეები
SEO და მარკეტინგი