ხშირად დასმული კითხვები

თქვენი კითხვები — ჩვენი პასუხები

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები - ხდკ
რა არის SEO?
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია / SEO არის პროცესი, რომელიც აუმჯობესებს ვებ გვერდის ტრაფიკის ხარისხსა და ზრდის ვებ საიტის ტრეფიკს შესაბამის საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google, Yahoo, Bing და სხვა.
რა ღირს საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO?
საძიებო სისტემის SEO ოპტიმიზაციის მომსახურება დამოკიდებულია იმაზე დამკვეთის საქმიანობის მასშტაბურობაზე. თუ რამდენად მოცულობითია ვებ საიტი კონტენტისა და ინფორმაციულობის თვალსაზრისით. რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი ბიზნესი ბაზარზე.

✔ სტანდარტულად ფასები იწყება 1500 ₾ +დღგ თვეში.
✔ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 119 993
რა არის SEO კონსულტაცია?
SEO კონსულტაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ჩვენი გამოცდილი გუნდი გთავაზობთ ექსპერტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ვებსაიტის საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია.

SEO კონსულტანტები პასუხისმგებლები არიან თქვენი ბიზნესის SEO სტრატეგიის დაგეგმვაზე, განხორციელებასა და მუდმივ მართვაზე.

ეს პროცესი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა:
✔ ვებ მარკეტინგი
✔ ვებ ანალიტიკა
✔ კონტენტ მარკეტინგი
✔ ციფრული PR
✔ საკვანძო სიტყვების სტრატეგია

ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ არა მხოლოდ პოზიციების გაუმჯობესებაში, არამედ სტაბილური და გაზომვადი ციფრული ზრდის მიღწევაში.
რა დრო სჭირდება SEO-ის შედეგების მიღწევას?
SEO ოპტიმიზაციის შედეგების მიღწევის დრო დამოკიდებულია ბაზრის კონკურენტულობაზე და თქვენი ბიზნესის არსებულ მდგომარეობაზე.

თუ თქვენი სფერო მაღალი კონკურენციით გამოირჩევა, პოზიციონირებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს 3-დან 12 თვემდე.
რა ღირს სოც. მედია მარკეტინგი?
✅ სოც. მედიას არ აქვს ერთი ფასი — ღირებულება დამოკიდებულია არხების რაოდენობაზე, კონტენტის მოცულობასა და რეკლამების ბიუჯეტზე.
✅ პორტალში ჩვენ გთავაზობთ სტრატეგიულად დაგეგმილ მომსახურებას, რომელიც მოიცავს შინაარსის შექმნას, ვიზუალურ დიზაინს, რეკლამას და ანალიტიკას.
✅ ფასი ფორმირდება ინდივიდუალურად — თქვენი მიზნების და რესურსების მიხედვით.
დაგვიკავშირდით, რომ შევადგინოთ თქვენზე მორგებული პაკეტი.
რას მოიცავს სოც. მედია მომსახურება?
📊 სტრატეგიის დაგეგმვა
შინაარსის, ტონის და სარეკლამო მიზნების განსაზღვრა

🖼 ვიზუალური დიზაინი
ბრენდზე მორგებული პოსტები, ქავერები, რილები და სტორები

✍️ ტექსტების/ქოფირაითინგის შექმნა
მესიჯები, რომლებიც მოქმედებაზე უბიძგებს

📢 რეკლამების მართვა (Meta Ads)
სწორი აუდიტორია, ბიუჯეტის ეფექტური განაწილება და შედეგებზე ორიენტაცია

📈 ანალიტიკა და რეპორტინგი
ყოველთვიური მონაცემები, რეკლამების შედეგების შეფასება და გაუმჯობესება

ბრენდინგი მხოლოდ ლოგოს შექმნას ნიშნავს?
✅ არა — ბრენდინგი იწყება სტრატეგიით და მთავრდება გამოცდილებით. ჩვენ ვქმნით ბრენდს, რომელიც ასახავს თქვენს ღირებულებებს, ტონს, ვიზუალს და კომუნიკაციას ერთიანად.
მჭირდება თუ არა ბრენდინგი, თუ უკვე მაქვს ლოგო?
✅ ლოგო მხოლოდ ბრენდის მცირე ნაწილია. სწორად დაგეგმილი ბრენდინგი გეხმარებათ, ბიზნესს ჰქონდეს ერთიანი, პროფესიონალური და დამამახსოვრებელი სახე ყველა არხზე — ონლაინ თუ ოფლაინ.
რა ღირს საიტის შექმნა?
✅ ვებსაიტის ღირებულება დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, ფუნქციონალზე და დიზაინის დეტალებზე.

✅ პორტალში ვთავაზობთ ვებსაიტების შექმნას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ვიზუალს, არამედ ტექნიკურ SEO-ს — რაც ნიშნავს, რომ თქვენი საიტი პირველი დღიდან მზად იქნება Google-ისთვის.

✅ ფასები იწყება საბაზისო პაკეტიდან და ინდივიდუალურად მორგებული პროექტებით მთავრდება.

✅ დაგვიკავშირდით, რომ შევაფასოთ ზუსტად თქვენი საჭიროება.
icon-img
work together