ნინო მჭედლიშვილი

ნინო მჭედლიშვილი

ნინო მჭედლიშვილი – SEO-ს სპეციალისტი და “პორტალის” დამფუძნებელი

მე, ნინო მჭედლიშვილი, ვარ SEO-ს სპეციალისტი და კომპანია “პორტალის” დამფუძნებელი ჩემი მეგობრის, მარიამ ბექთაშაშვილის, მხარდამხარ. უკვე 5 წელია, რაც ვეხმარები კომპანიებს Google-ის წამყვანი პოზიციების მოპოვებაში, ხოლო ჩემი 17 წლიანი გამოცდილება IT და ვებ-ადმინისტრირების სფეროში მაძლევს უნიკალურ ხედვას თითოეული პროექტისთვის.

ჩემი პროფესიული გზა დაიწყო ბრენდ დიზაინერობით, რის შედეგადაც მრავალი კომპანიის ბრენდინგსა და მარკეტინგში მივაღწიე წარმატებას. ბოლო წლებში კი სრულად გადავერთე SEO მიმართულებაზე: ვმუშაობ ტექნიკურ, ონ-პეიჯ, ოფ-პეიჯ და ლოკალურ SEO-ზე. აქამდე 50-ზე მეტი პროექტი მაქვს წარმატებით დასრულებული, მათ შორის რამდენიმე მუდმივი პარტნიორი, რომელთათვისაც Google-ის ტოპ პოზიციები უკვე 3 წელია სტაბილურად ინარჩუნებს.

რატომ “პორტალი”?

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სრულ SEO მომსახურებას “ნაწილ-ნაწილ” მიდგომის გარეშე. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელმა ჩვენი დახმარებით მიაღწიოს სრულ ბიზნეს ტრანსფორმაციას. გვწამს, რომ თითოეული პროექტი უნიკალურია, ამიტომ მომხმარებელთან აქტიური, მუდმივი კომუნიკაცია ჩვენი მუშაობის განუყოფელი ნაწილია.

სამუშაოს მიღმა ვხატავ ტილოზე აკრილითა და მელნით, ჩემი ლაბრადორი ტობი კი ხშირად შთაგონების წყარო ხდება, სანამ არევის და თამაშის ხასიათზე არ დადგება. 😊

ერთად გავხადოთ თქვენი ბიზნესი ხილული!

FB - Portali

What clients say

See all testimonials