
მარიამ ბექთაშაშვილი
მარიამ ბექთაშაშვილი — მარკეტოლოგი, რომლის პროფესიული გზა უკვე 15 წელია გრძელდება.
ჩემთვის მარკეტინგი არ არის უბრალოდ საქმიანობა — ეს არის ჩემი ცხოვრების სიყვარული და ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. მრავალფეროვანი გამოცდილებითა და საქმისადმი თავდადებით, დღეს ვმართავ საკუთარ მარკეტინგულ სააგენტოს, „პორტალს“.
ჩემთვის სიამაყეა, რომ „პორტალს“ წარმოვადგენ და ყოველი სამუშაო დღე განსხვავებულია, უამრავი სიახლით არის სავსე. ჩემთვის გამოწვევები არა მარტო სირთულეა, არამედ შესაძლებლობაც, რომელიც უდავოდ ზრდის და ავითარებს კომპანიას, და ამავდროულად, მეც პროფესიულად მაძლიერებს.
მიყვარს შრომა, მიზნების მიღწევა და ახალი პროექტების შექმნა. თუმცა ის, რაც ჩემს სულიერებას ყველაზე მეტად კვებავს, არის მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა — ეს გამოცდილებები მაძლევს შთაგონებას და მეხმარება, უკეთ განვსაზღვრო ჩემი საქმიანობის სირთულეები და ახალი შესაძლებლობები.
მე მჯერა, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი ცხოვრებაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს შევძელი. დღეს, ჩემი საუკეთესო მეგობრისა და პარტნიორის, ნინო მჭედლიშვილის გვერდში დგომით, ვზრდი და ვუფრთხილდები იმას, რაც ჩვენმა საერთო ძალებმა შექმნეს. ჩვენ ერთად ვაშენებთ „პორტალს“, კომპანიას, რომელიც აუცილებლად დაიპყრობს ახალ მწვერვალებს და გაიმარჯვებს მრავალ საინტერესო გამოწვევაში.
What clients say
See all testimonials







„მარკეტინგულ სააგენტო „პორტალთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ნამდვილად ფანტასტიკური გამოცდილება იყო! მათ მთლიანად გარდაქმნეს ჩვენი ონლაინ სივრცე Limegeorgia.ge ახალი, ინოვაციური ვებსაიტის მეშვეობით. ვებგვერდი არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი და მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელია, არამედ სრულყოფილად ოპტიმიზებულია საძიებო სისტემებისთვის. SEO-ს სწორად გამოყენებამ და პროფესიონალურად შესრულებულმა სტრატეგიებმა გამოიწვია ჩვენი ვებსაიტის ტრაფიკის მნიშვნელოვანი ზრდა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა.“