ანა-შალამბერიძე

ანა შალამბერიძე

ანა შალამბერიძე – გრაფიკული დიზაინერი

მე, ანა შალამბერიძე, ვარ გრაფიკული დიზაინერი და ბრენდის იდენტობის სპეციალისტი, რომელსაც სჯერა, რომ დიზაინი მხოლოდ ლამაზი ვიზუალების შექმნა კი არა, პრობლემების ეფექტურად გადაჭრის საშუალებაა.

უკვე 4 წელია, რაც ვეხმარები სხვადასხვა სფეროს ბრენდებს, მათ შორის სამშენებლო, კვების და მარკეტინგის, ძლიერი ვიზუალური ისტორიების შექმნაში, რომლებიც მათ უნიკალურობას უსვამს ხაზს და აუდიტორიასთან ღრმა კავშირს ქმნის.

რატომ “პორტალი“?
“პორტალის” არჩევა ჩემთვის მარტივი გადაწყვეტილება იყო, რადგან კომპანიის ღირებულებები და მიდგომა აბსოლუტურად ემთხვევა ჩემს პროფესიულ პრინციპებსა და მიზნებს. მე მჯერა, რომ გუნდის მიერ შეთავაზებული სერვისები არა მხოლოდ ბიზნესებისთვის, არამედ მათი მომხმარებლებისთვისაც ქმნის ღირებულ გამოცდილებას.

სამუშაოს მიღმა

ვცდილობ მუდმივად ვიპოვო ინსპირაცია და გავაღრმავო საკუთარი უნარები. მიყვარს ხატვა, ის ჩემი შემოქმედებითი ექსპერიმენტების საშუალებაა. წიგნების კითხვა კი არა მხოლოდ დასვენების, არამედ ახალი იდეებისა და პერსპექტივების აღმოჩენის საშუალებად იქცა.

What clients say

See all testimonials