ანანო ქებურია

ანანო ქებურია

ანანო ქებურია – სოც. მედია ქოფირაითერი

მე ანანო ქებურია ვარ- ,,პორტალის” დიდ გუნდში  ერთ-ერთი, ვინც სოც. მედია სივრცეში ბრენდებისა და მომხმარებლების კავშირებზე ზრუნავს. ჩემი მიზანია, კომპანიის ხმამ სწორი და საინტერესო გზით მიაღწიოს პოტენციურ კლიენტამდე. 

მიყვარს წერა და ადამიანების დახმარება იმის პოვნაში, რასაც ეძებენ-ამან გადამაწყვეტინა, სამართლის სტუდენტობის პარალელურად, ბედი ქოფირაითინგშიც მეცადა. თითქოს საიდან სადაო, მაგრამ მრავალმხრივი განვითარება, დამეთანხმებით, აუცილებელიც კია, როცა შანსი გეძლევა- თანაც ერთი მეორეს ხელს არ უშლის. 

ამ მიმართულებით ჩემი  კარიერული სვლა ,,პორტალიდან” დაიწყო და მალევე რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებულ პროექტზე შევუდექი მუშაობას.  ყველაზე მეტად თავად ,,პორტალის” სოც. მედია გვერდებისთვის მომწონს წერა, რადგან თვითონ სფეროა ჩემთვის საკმაოდ საინტერესო. 

ჩემი აზრით, ის, რაც ,,პორტალის”  გუნდს გვაერთიანებს, არის იდეების გენერირების უწყვეტი პროცესი,  ერთმანეთის აზრების პატივისცემა და ორიენტირება საქმის ხარისხიანად შესრულებაზე. 

 

What clients say

See all testimonials