საბაგირო გზა არგო - SEO ოპტიმიზაცია

Argo-batumi.ge – საბაგირო გზა არგო

საბაგირო გზა არგო – საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს. „არგოს“ კონცეფცია არგონავტების თქმულების, არგოს მითის ირგვლივაა აგებული, შესაბამისად, საბაგირო გზის, კომპლექსის შიდა და გარე სივრცეების, მთლიანად შენობის დიზაინი და არქიტექტურა მჭიდროდ უკავშირდება ძველი კოლხეთის ყველაზე ცნობილი „სტუმრების“ მოგზაურობასა და თავგადასავალს.

საბაგირო გზა არგო და კულტურულ-გასართობი კომპლექსი

კომპლექსის ძირითადი ნაწილი ანურიის მთაზე, ზღვის დონიდან 256 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. იქ მოხვედრა შესაძლებელია „არგოს“ საბაგირო გზით, რომლის ქვედა სადგური ბათუმში, ბაქოს ქუჩაზეა. საბაგირო გზის სიგრძე 2 586 მეტრია, მოძრაობს 8-ადგილიანი 20 გონდოლა და ერთი მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. „არგოდან“ ფეხით ჩამოსვლაც შეიძლება. ეს კიდევ ერთი მარშრუტია, მათთვის, ვისაც ბუნება და ფეხით სიარული უყვარს – შესაძლებლობა აჭარის მთის და სოფლების დასათვალიერებლად, აჭარული სახლების სანახავად და სტუმართმოყვარე აჭარლების გასაცნობად.

თუ რა სამუშაოები განვახორციელეთ, სეო ოპტიმიზაციის მიმართულებით, იხილეთ დამატებით

What clients say

See all testimonials