Reputation Managment Services

საკვანძო სიტყვების კვლევა

ბიზნესზე მორგებული საკვანძო სიტყვების / სიტყვათა ჯგუფების პოვნით ჩვენ ვქმნით ციფრული მარკეტინგის "keyword research"-სტრატეგიას.

გაქვთ პრობლემები გაყიდვებში და არ იძებნებით Google-ში?

მაშინ დაგვიკავშირდით დღეს, რომ სწრაფად  იდენტიფიცირდეთ ბაზარზე  და გაიზარდოს თქვენი საიტის რეიტინგი Google-ში.

საკვანძო სიტყვების კვლევის სერვისები

SEO საკვანძო სიტყვების კვლევა

პირველ რიგში თქვენს ბიზნესზე მორგებულ კითხვარს გიგზავნით და თქვენ ავსებთ მას, რისი საშუალებითაც ვიგებთ, თუ რა სიტყვებით გეძებთ სამიზნე აუდიტორია. მომდევნო ეტაპზე ვაანალიზებთ თქვენ მიერ მოწოდებულ მონაცემებს, ვსწავლობთ თქვენს კონკურენტებს, თქვენი ბიზნესის ინდუსტრიას და ამის შემდეგ ვადგენთ საკვანძო სიტყვების სიას, რომლებიც მორგებულია არსებულ ინდუსტრიაზე და ბიზნესსფეროზე.

საკვანძო სიტყვების რუკა

მომდევნო ეტაპზე ვარჩევთ ყველაზე ნახვად გვერდებს (თუ პროექტი არ ითვალისწინებს სრულად ვებსაიტს) და ვწერთ SEO ოპტიმიზებულ ტექსტს, სადაც საკვანძო სიტყვები სწორად იქნება განთავსებული მთელ ტექსტში. ჩვენ ვპოულობთ იმ აქტიურ „გრძელ და მოკლე კუდიან საკვანძო სიტყვებს", რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი სფეროსთვის და აქცენტს ვაკეთებთ მათ მობილიზებაზე თქვენს „კონტენტში".

საკვანძო სიტყვების მონიტორინგი

პროექტის ფარგლებში ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით თქვენი საიტის რეიტინგს და მის ორგანულ ზრდას ვებსივრცეში. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ხარვეზის და რეიტინგის ვარდნის შემთხვევაში, ჩვენი ჩართულობა მყისიერად ხორციელდება.

რატომ გჭირდებათ საკვანძო სიტყვების კვლევა?

Effective Web Development Solutions

საკვანძო სიტყვების კვლევის ინსტრუმენტები

ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს ინსტრუმენტები, რომლითაც ხორციელდება ვებსივრცეში საკვანძო სიტყვების კვლევა. ჩვენ ვეყრდნობით წამყვან SEO პროგრამულ უზრუნველყოფის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა Ahrefs, Google Keyword Planner, SEMRushMozPro და სხვ.

საკვანძო სიტყვების არქიტექტურა

პორტალი უბრალოდ არ გადმოგცემთ საკვანძო სიტყვების ჩამონათვალს. ჩვენ ვამზადებთ საკვანძო სიტყვების ინტერაქტიურ რუკას და აგიხსნით, თუ როგორ უნდა შექმნათ ეფექტური ციფრული აქტივები და განახორციელოთ  „ქივორდ სეო" ოპტიმიზაცია ორგანული ტრეფიკის გასაზრდელად. ამასთანავე, ვითვალისწინებთ საიტის ვიზიტორების საიტზე ქცევას, მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს და ვნერგავთ ყველაზე ოპტიმალურ გზებს მეტი ტრეფიკის მოსაზიდად.

საკვანძო სიტყვების შესაძლებლობები

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავზარდოთ თქვენი პოზიციები SERP-ებში, ვიპოვოთ და გამოვავლინოთ ის სიტყვები, რომლებსაც გაორმაგებული ტრაფიკი აქვს თქვენთვის და რომელიც თქვენ ხელიდან გაუშვით თავის დროზე, როდესაც „კონტენტს" ქმნიდით. ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ სტრატეგიას, მოკლევადიან პერიოდში მოიზიდოთ მეტი ორგანული ტრაფიკი.

კონკურენტის ანალიზი

ჩვენ ვსწავლობთ თქვენს კონკურენტებს, რათა განვსაზღვროთ ორგანული საკვანძო სიტყვები, რომლებითაც ისინი პოზიციონირებენ, ასევე განვსაზღვროთ SEO სტრატეგიები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ. ჩვენ ვადარებთ, თუ როგორ შეესაბამება თქვენი ვებსაიტი ამ სტრატეგიებს და განვსაზღვრავთ გაუმჯობესების სფეროებს.

საიტის მიმოხილვა

SEO საკვანძო სიტყვების კვლევა

საკვანძო სიტყვების სეგმენტაცია

საკვანძო სიტყვების რუკა და ანგარიში

გაინტერესებთ SEO-ს სხვა  სერვისები?